ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლა 2019 წლის მარტიდან ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის პროექტში "ახალი სკოლის მოდელი" .
2020 წლის სექტემბრიდან პროექტის ,, ახალი სკოლის მოდელი" ფარგლებში, სსიპ ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლა წარმატებით და აქტიურად ახორციელებს სხვადახვა აქტივობებს, მათ შორისაა ლიდერობის მიმართულება (სკოლის მართვის საკითხები) , რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა სასკოლოს პროექტი ,, ჩვენი უფლებები, ჩვენი უსაფრთხოება" .
პროექტის ,, ჩვენი უფლებები, ჩვენი უსაფრთხოება" მიზანია :
- მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ;
- მოსწავლეებში იმ ღირებულებების და უნარების განვითარება, რომლებსაც უნდა ფლობდეს თავისუფალი მოქალაქე თანამედროვე, მრავალფეროვან და დემოკრატიულ საზოგადოებაში;
- ინკლუზიური სასწავლო გარემოს ფორმირება, ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის გზით;
- თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს შორის;
- საზოგადოებაში არსებული რესურსებისა და სერვისების გამოყენება და თემთან თანამშრომლობითი ურთიერთობების გაძლიერება;







0 comments:
Post a Comment