ქ.თბილისის N45 საჯარო სკოლა

Monday, April 26, 2021

პროექტი ,, ნობელიანტები -ადამიანის უფლებებისათვის’’.


სსიპ ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლაში პროექტის "ჩვენი უფლებები ჩვენი უსაფრთხოებაა" ფარგლებში განხორციელდა პროექტი ,, ნობელიანტები -ადამიანის უფლებებისათვის’’. პროექტის ფარგლებში სკოლის ყველა საგნობრივი კათედრის თანამშრომლობით, დაინტერესებული მოსწავლეების მიერ დამუშავდა და განხილულ იქნა ნობელის პრემიის ლაურეატთა ძველი და თანამედროვე პერიოდის აღმოჩენები და აგრეთვე მათი ბრძოლის მეთოდები ადამიანის უფლებებისათვის, როგორ ახერხებენ ისეთი ,,მსოფლიოს შექმნას, რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე..’’
ალფრედ ნობელის სახელობის პრემია 1901 წლიდან დაწესებულია მეცნიერებისა და ადამიანის საქმიანობის რამდენიმე სფეროში ერთდროულად: მედიცინა და ფიზიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ლიტერატურა, მშვიდობის დაცვა, მოგვიანებით, 1968 წელს შვედეთის სახელმწიფო ბანკმა დააწესა ყოველწლიური ნობელის მემორიალური პრემია ეკონომიკის მეცნიერებათა დარგში.
მსოფლიოს ამ ყველაზე მაღალ ჯილდოს -ოქროს მედალს ნობელის გამოსახულებით, დიპლომსა და თანხას ლაურეატებს , ტრადიციისამებრ, გადასცემენ ნობელის სამშობლოში სტოკჰოლმში, ყოველ წელს 10 დეკემბერს, ნობელის გარდაცვალების დღეს.ნობელის პრემია სიკვდილის შემდეგ არ ენიჭებათ.ნობელის პრემია გახლავთ ინტერნაციონალური. იგი ენიჭება სხვადასხვა რასის, ეროვნების, სქესისა და რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანს.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნას საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც დაურიგდა დამსწრე აუდიტორიას. პროექტს ესწრებოდა მოწვეული სტუმარი, საქართველოს წითელი ჯვრის საერთაშორისაო საზოგადოების მოხალისე დიმა კაკულია, რომელმაც ამ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
 
















Share:

გამომწერები

Powered by Blogger.

ახალი პოსტები

Unordered List

Pages

Theme Support