ქ.თბილისის 45-ე საჯარო სკოლის მე-3 ა კლასში მოსწავლეებმა იმუშავეს კვებით პირამიდაზე.
Wednesday, June 9, 2021
უსაფრთხო სკოლა
პროექტის ფარგლებში "ჩვენი უფლებები ჩვენი უსაფრთხოებაა" ისტორიის მასწავლებელმა ირინე ხატიაშვილმა განახორციელა აქტივობა უსაფრთხო სკოლის შესახებ.
მოსწავლეებს ჩაუტარდათ შეხვედრები უსაფრთხო სკოლის შესახებ, რომლის დასკვნით ეტაპზე მათ შექმნეს პოსტერი.
პროექტი ,,მე საქართველოს მოქალაქე ვარ“
ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლის IV ა კლასის მოსწავლეები (კლ. ხელ-ლი მაია ველთაური) აქტიურად ჩაერთვნენ სასკოლო პროექტში ,, ჩვენი უფლებები, ჩვენი უსაფრთხოებაა“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი ,,მე საქართველოს მოქალაქე ვარ“ (საგანი- მე და საზოგადოება).
Thursday, June 3, 2021
II-ე კლასის მოსწავლეები "ჩვენი უფლებები, ჩვენი უსაფრთხოებაა"
პროექტ "ჩვენი უფლებები ჩვენი უსაფრთხოებაა" - ს ფარგლებში, მეორე სემესტრის განმავლობაში, II-ე კლასის მოსწავლეები გაეცნენ ბავშვთა ძირითად უფლებებს ანიმაციების დახმარებით, რომლის მიხედვით ასრულებდნენ სხვადასხვა აქტივობებს და თითოეული შეხვედრის შემდეგ ქმნიდნენ პოსტერებს, ხოლო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს, მოსწავლეებმა შეაჯამეს პროექტის ფარგლებში შესწავლილი ბავშვთა უფლებები. მოსწავლეებმა შექმნეს თემატური პლაკატები და მოხატეს მაისურები.
ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეებმა გაიაზრეს, ასაკობრივ დონეზე, რომ ყველა ბავშვი თანასწორია განურჩევლად რასისა, სქესისა, ერთნიკური წარმომავლობისა, რელიგიისა და სოციალური სტატუსისა.
"უფლებების სკივრების" გამოფენა
ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლის IVდ(კლ. ხელ-ლი თეა გვილავა) და IVვ(კლ. ხელ-ლი ნინო ჯღამაძე) კლასის მოსწავლეებმა, სასკოლო პროექტის ,, ჩვენი უფლებები, ჩვენი უსაფრთხოებაა“ ფარგლებში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოაწყვეს "უფლებების სკივრების" გამოფენა.
მოსწავლეები გაეცნენ ბავშვთა უფლებების კონვენციას, გააკეთეს "უფლებების სკივრი", რომელშიც ჩაალაგეს კონკრეტული უფლების გამომხატველი ნივთები და გამოფენაზე მოსულ სტუმრებს გააცნეს , განუმარტეს კავშირი კონკრეტულ უფლებასა და შერჩეულ ნივთს შორის.
























































