ქ.თბილისის N45 საჯარო სკოლა

Wednesday, March 31, 2021

შეხვედრა ჟურნალისტ ქრისტი შანავასთან

 

პროექტის "ჩვენი უფლებები ჩვენი უსაფრთხოებაა" ფარგლებში სპეც.მასწავლებლებმა (თამუნა სხულუხია, ლანა მთიბელაშვილი)  და ფსიქოლოგმა (მარიამ როსებაშვილი) დისტანციურად დაგეგმეს და განახორციელეს შეხვედრა შ.შ.მ და ს.ს.ს.მ პირების უფლებებთან დაკავშირებით ქ. თბილისის 45-ე საჯარო სკოლის  IX -X კლასის მოსწავლეებთან.  მოწვეული იყო ჟურნალისტი  ქრისტი შანავა, რომელიც აქტიურად მუშაობს ამ თემებზე და გაკეთებული აქვს რეპორტაჟები.

შეხვედრაზე იყო ნაჩვენები ვიდეო რგოლები, რომლის შემდეგაც წარიმართა დისკუსია.  




Share:

ფილმის-,,კლასის წინ" ჩვენება

სსიპ ქ.თბილისის N-45 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმართველობის ორგანიზებით, პროექტის "ჩვენი უფლებები ჩვენი უსაფრთხოებაა"ფარგლებში ჩატარდა კინოჩვენება. მოსწავლეებისათვის ნაჩვენები იქნა ფილმი ,,კლასის წინ" . მოეწყო ფილმის განხილვა.







Share:

შეხვედრა დაუნის სინდრომის ასოციაციის წევრებთან

30 მარტს, თბილისის N45 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის ასოციაციის წევრები- მირანდა ძიძიგური და ნინო კალანდია სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს შეხვდნენ. მათ დაუნის სინდრომზე და ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს, ვიდეო-რგოლი და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ნახატები აჩვენეს დამსწრე აუდიტორიას. შეხვედრის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძლედა. ღონისძიბის ორგანიზატორები ფსოქოლოგი, მარიამ როსებაშვილი, სპეციალური მასწავლებლები, ლანა მთიბელაშვილი და თამუნა სხულუხია იყვნენ.












Share:

Saturday, March 27, 2021

IIIდ კლასი- ,,ჩვენი უფლებები ჩვენი უსაფრთხოებაა"

 
პროექტის "ჩვენი უფლებები ჩვენი უსაფრთხოებაა" ფარგლებში, IIIდ კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები.

კლასის ხელმძღვანელი სოფიკო ბუბუნაური.
































Share:

ჩვენ ვირჩევთ გენდერულ თანასწორობას




პროექტის "ჩვენი უფლებები ჩვენი უსაფრთხოებაა" ფარგლებში, სამოქალაქო განათების პედაგოგმა განახორციელა აქტივობა "ჩვენ ვირჩევთ გენდერულ თანასწორობას.
აღნიშნული აქტივობით მოსწავლეები შეურთდნენ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრის შესახებ. პირველ ეტაპზე მოხდა საკითხის განხილვა/დისკუსია, რის შემდეგაც მოსწავლეებმა მოამზადეს საინფორმაციო ბროშურები და პრეზენტაციები.














Share:

ბავშვთა უფლებები რეალურ ცხოვრებაში

 


როექტის "ჩვენი უფლებები ჩვენი უსაფრთხოებაა" ფარგლებში დაწყებითი კლასის მასწავლებელმა თეა გვილავამ განახორციელა აქტივობა " ბავშვთა უფლებები რეალურ ცხოვრებაში"

მოსწავლეებს ჩაუტარდათ ლექცია–სემინარი ბავშვთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ; მოეწყო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენება/განხილვა-,,ყვირილი“, ,,განსაკუთრებული დღე“; მხატვრული ფილმები - ,,ნიჭიერი“, ,,ოთახი“, ,,ჰელადოსი“. რის შემდეგაც მოსწავლეებმა შექმნეს ნახატებ ბავშვთა უფლებების შესახებ და გააკეთეს პრეზენტაცია. ასევე მოეწყო ნახატების გამოფენა სასკოლო სივრცეში.



Share:

Monday, March 22, 2021

ნაადრევი ქორწინება და ჩემი უფლებები


სასკოლი პროექტის „ ჩემი უფლებები ჩემი უსაფრთხოებაა“ განხორციელდა აქტივობა
„ ნაადრევი ქორწინება და ჩემი უფლებები“ აქტივობა განხორციელდა სამოქალაქო განათლების ,მათემატიკისა და ბიოლოგიის მასწავლებლების თანამშრომლობით.
Xკლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილის ფარგლებში შეასრულეს კომპლექსური დავალება “ნაადრევი ქორწინება”
ბიოლოგიის მასწავლებელმა ჩაუტარა ვებინარი “ რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობა”
მათემატიკის მასწავლებლის დახმარებით მოამზადეს პრეზენტაციები :
„ სტატისტიკური მონაცემები ნაადრევი ქორწინების შესახებ რეგიონების მიხედვით“
.“ ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზით სკოლის მიტოვების სტატისტიკა“წარმოადგინეს კვლევის შედეგები „ თემში საზოგადოების დამოკიდებულება ნაადრევი ქორწინების მიმართ“ მოეწყო დისკუსია : „ ნაადრევი ქორწინება და განათლებისა და ჯამრთელობის დაცვის უფლებები“.













Share:

ოკუპაცია და ადამიანის უფლებები

პროექტის "ჩვენი უფლებები ჩვენი უსაფრთხოებაა"ფარგლებში IX კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ანა კვიჟინაძესთან  ერთად იმუშავეს თემაზე: "ოკუპაცია და ადამიანის უფლებები". მოსწავლეებმა თემის ფარგლებში მოამზადეს პრეზენტაციები და პლაკატები.









Share:

გამომწერები

Powered by Blogger.

ახალი პოსტები

Unordered List

Pages

Theme Support