პროექტის მიზანი:
- მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ;
- მოსწავლეებში იმ ღირებულებების და უნარების განვითარება, რომლებსაც უნდა ფლობდეს თავისუფალი მოქალაქე თანამედროვე, მრავალფეროვან და დემოკრატიულ საზოგადოებაში;
- ინკლუზიური სასწავლო გარემოს ფორმირება, ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის გზით;
- თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს შორის;
- საზოგადოებაში არსებული რესურსებისა და სერვისების გამოყენება და თემთან თანამშრომლობითი ურთიერთობების გაძლიერება;
პროექტის ამოცანები:
- მოსწავლეებში მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება ;
- კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა;
- პროექტის დაგეგმვა/განხორციელებისას ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინება;
- სკოლის საზოგადოების წევრებში შემოქმედებითი და თანამშრომლობითი კულტურის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;
- საზოგადოებაში არსებული რესურსებისა და სერვისების მოზიდვის მიზნით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;






0 comments:
Post a Comment