პროექტის "ჩვენი უფლებები ჩვენი ისაფრთხოებაა" ფარგლებში, სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიისა და მათემატიკის პედაგოგებმა ერთობლივად იმუშავეს.
Monday, May 17, 2021
პროექტის "ჩვენი უფლებები ჩვენი ისაფრთხოებაა" ფარგლებში განხორციელებული მორიგი აქტივობა
პროექტის "ჩვენი უფლებები ჩვენი ისაფრთხოებაა" ფარგლებში, სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიისა და მათემატიკის პედაგოგებმა ერთობლივად იმუშავეს.
Monday, April 26, 2021
პროექტი ,, ნობელიანტები -ადამიანის უფლებებისათვის’’.
სსიპ ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლაში პროექტის "ჩვენი უფლებები ჩვენი უსაფრთხოებაა" ფარგლებში განხორციელდა პროექტი ,, ნობელიანტები -ადამიანის უფლებებისათვის’’. პროექტის ფარგლებში სკოლის ყველა საგნობრივი კათედრის თანამშრომლობით, დაინტერესებული მოსწავლეების მიერ დამუშავდა და განხილულ იქნა ნობელის პრემიის ლაურეატთა ძველი და თანამედროვე პერიოდის აღმოჩენები და აგრეთვე მათი ბრძოლის მეთოდები ადამიანის უფლებებისათვის, როგორ ახერხებენ ისეთი ,,მსოფლიოს შექმნას, რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე..’’
ალფრედ ნობელის სახელობის პრემია 1901 წლიდან დაწესებულია მეცნიერებისა და ადამიანის საქმიანობის რამდენიმე სფეროში ერთდროულად: მედიცინა და ფიზიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ლიტერატურა, მშვიდობის დაცვა, მოგვიანებით, 1968 წელს შვედეთის სახელმწიფო ბანკმა დააწესა ყოველწლიური ნობელის მემორიალური პრემია ეკონომიკის მეცნიერებათა დარგში.
მსოფლიოს ამ ყველაზე მაღალ ჯილდოს -ოქროს მედალს ნობელის გამოსახულებით, დიპლომსა და თანხას ლაურეატებს , ტრადიციისამებრ, გადასცემენ ნობელის სამშობლოში სტოკჰოლმში, ყოველ წელს 10 დეკემბერს, ნობელის გარდაცვალების დღეს.ნობელის პრემია სიკვდილის შემდეგ არ ენიჭებათ.ნობელის პრემია გახლავთ ინტერნაციონალური. იგი ენიჭება სხვადასხვა რასის, ეროვნების, სქესისა და რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანს.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნას საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც დაურიგდა დამსწრე აუდიტორიას. პროექტს ესწრებოდა მოწვეული სტუმარი, საქართველოს წითელი ჯვრის საერთაშორისაო საზოგადოების მოხალისე დიმა კაკულია, რომელმაც ამ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
Wednesday, March 31, 2021
შეხვედრა ჟურნალისტ ქრისტი შანავასთან
პროექტის "ჩვენი უფლებები ჩვენი უსაფრთხოებაა" ფარგლებში სპეც.მასწავლებლებმა (თამუნა სხულუხია, ლანა მთიბელაშვილი) და ფსიქოლოგმა (მარიამ როსებაშვილი) დისტანციურად დაგეგმეს და განახორციელეს შეხვედრა შ.შ.მ და ს.ს.ს.მ პირების უფლებებთან დაკავშირებით ქ. თბილისის 45-ე საჯარო სკოლის IX -X კლასის მოსწავლეებთან. მოწვეული იყო ჟურნალისტი ქრისტი შანავა, რომელიც აქტიურად მუშაობს ამ თემებზე და გაკეთებული აქვს რეპორტაჟები.
შეხვედრაზე იყო ნაჩვენები ვიდეო რგოლები, რომლის შემდეგაც წარიმართა დისკუსია.
ფილმის-,,კლასის წინ" ჩვენება
შეხვედრა დაუნის სინდრომის ასოციაციის წევრებთან
30 მარტს, თბილისის N45 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის ასოციაციის წევრები- მირანდა ძიძიგური და ნინო კალანდია სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს შეხვდნენ. მათ დაუნის სინდრომზე და ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს, ვიდეო-რგოლი და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ნახატები აჩვენეს დამსწრე აუდიტორიას. შეხვედრის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძლედა. ღონისძიბის ორგანიზატორები ფსოქოლოგი, მარიამ როსებაშვილი, სპეციალური მასწავლებლები, ლანა მთიბელაშვილი და თამუნა სხულუხია იყვნენ.
































































